უზბეკეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის მინისტრი – საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს უკვე 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300 დელეგატი ეწვია.
მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილე უზბეკეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის მინისტრი ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებულ პოლიტიკას აფასებს.
„27 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა ტურიზმისთვის. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თაოსნობით ტარდება ეს ღონისძიება. ჩვენ უამრავ პროექტს ვახორციელებთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად. ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება მშვენიერია. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. ასეთი ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებს ერთად კრებს, რაც თავისთავად გამოცდილებებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლის კარგი შესაძლებლობაა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, საოცარი ღონისძიების ორგანიზებისთვის“, – განაცხადა უზბეკეთის ტურიზმის მინისტრმა.
ადმინისტრაციის განმარტებით, 27 სექტემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და ს ტურიზმის მინისტრი, აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან.
ცნობისთვის, ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ