უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერი ირაკლი კობახიძეს – საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი, არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა, თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხს და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში

უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერი ირაკლი ს – საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი, ამ სულისკვეთებით ჩატარდა, თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხს და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში
საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი; არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა. თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხს და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში, – ამის შესახებ უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერმა ნურიდინ ისმოილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ სთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რაც საქართველოს მთავრობის მიერ ყველა მიმართულებით განხორციელებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე, ისევე როგორც ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე მეტყველებს.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ უზბეკეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო პალატაში. გულთბილად მაგონდება 2018 წელს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოში თქვენი პირველი ვიზიტი, რომლის დროსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდებოდით. დიდი სიამოვნებაა, ამჟამად გიმასპინძლოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში.
მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულითადად მოგილოცოთ ქვეყნის მთავრობის მეთაურად ხელახლა დანიშვნა და „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში.
ასევე, მოხარულები ვართ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ბატონი იქნა არჩეული. გთხოვთ, გადასცეთ ჩემს კოლეგას ჩვენი გულთბილი მილოცვა. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა და საქართველოს მთავრობის მიერ ყველა მიმართულებით განხორციელებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე მეტყველებს, ისევე როგორც ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე. მაღალ ნიშნულზეა უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და პარლამენტთაშორისი დიალოგი.
საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი; არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა. თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხსა და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში,”- განაცხადა უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ