უვიზო რეჟიმის გაუქმება, სანქციები, ახალი არჩევნები – რაზე მსჯელობენ საგარეო მინისტრები ბრიუსელში

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დღის წესრიგში აყენებს ევროკავშირის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას; ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ახალ არჩევნებზე საუბრობს, ნიდერლანდის საგარეო მინისტრი კი შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტების თავისუფლებასთან დაკავშირებით.
დღეს, 27 იანვარს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრესასთან საქართველოსთან დაკავშირებით გააკეთეს კომენტარები.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება –
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთმა წამოაყენა ინიციატივა საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების თაობაზე.
„არ ვამბობ, რომ ეს პროცესი ხვალვე დაიწყოს, მაგრამ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, რათა ნათელი, მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ მთავრობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს მარგუს ცაჰკნამ.
გასულ კვირას ევროკავშირის ელჩებმა გამოხატეს მზაობა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უნგრეთი და არ აპირებენ მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე. თუმცა, ეს არ იმოქმედებს შედეგზე, რადგან მის მისაღებად საჭიროა მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა.
დიპლომატიური პასპორტებისათვის უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით დღეს ისაუბრეს ლატვიისა და ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.
ჟურნალისტები – ნიდერლანდი
ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა „მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი“ უწოდა ამ გადაწყვეტილებას. მან ასევე განაცხადა, რომ ემხრობა პერსონალურ სანქციებს.
„ნიდერლანდი ყოველთვის მხარს უჭერდა [და ახლაც უჭერს] პერსონალური სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე“, – განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე ძლიერი შეშფოთება გამოხატა „ჟურნალისტებისა და ჟურნალისტების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებით“.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა