უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ჯერ ტურიზმს არ დასტყობია, ამ ეტაპზე ქართველები ჩინეთში უფრო საქმიანი ვიზიტებით დადიან ვიდრე ტურისტულად – ნიკა მანჯგალაძე

ტურისტული კომპანია „თრეველ შოპის“ დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ჯერ ტურიზმს არ დასტყობია, მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქართველები ჩინეთში უფრო საქმიანი ვიზიტებით დადიან ვიდრე ტურისტულად.
მანჯგალაძის თქმით, არსებობს რისკი, რომ ჩინეთის მოქალაქეებმა საქართველოში მასობრივად სცადონ თავის დამკვიდრება, რაც მისი შეფასებით, პატარა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.
„ახლა ბევრი პირდაპირი რეისი არ არის, სულ ერთადერთი პირდაპირი რეისია, იმ შემთხვევაში თუ რეისები მოიმატებს, ჩინელებიც დაიძვრებიან. რისკი იმისა, რომ ჩინელებმა აქ სცადონ თავის დამკვიდრება, არსებობს.
არ არსებობს ქვეყანა, სადაც ჩინელებმა ფეხი შედგეს და არ დამკვიდრდნენ და იქ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა.
ჩინელებს ჩვენგან განსხვავებით ერთი ძალიან გონივრული რამე აქვთ, აკეთებენ გრძელვადიან ინვესტიციას, ჩვენ რომ მეორე დღესვე გვინდა მოგება, ეგენი სტაბილურად აკეთებენ, ქმნიან ე.წ. local community-ის და შემდეგ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ.
პოსტსაბჭოთა სივრცეში არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ არის China town. ბიზნესის მხრივ ყოველთვის სტაბილურ და გონივრულ ნაბიჯებს დგამენ,“ – აღნიშნა ნიკა მანჯგალაძემ.