“უვიზი მიმოსვლას რატომ გვიუქმებს ევროპაო? – ბევრი გაბრაზებული კითხულობს” – ლევან ჯავახიშვილი

უვიზი მიმოსვლას რატომ გვიუქმებს ევროპაო?– ბევრი გაბრაზებული კითხულობს. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას, სამხედრო დოქტრინაში უწერია, რომ არის მათი ქვეყნის #1 საფრთხე. ზოგს პირდაპირ მითითებული აქვს, რომ რუსეთი არის მათ მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანა. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ჩეხეთს, პოლონეთსა და გერმანიას. ჰოდა, როცა ევროკავშირის მტრის მეგობარი ვხდებით, მტრის მეგობარი საკუთარ ქვეყანაში რატომ უნდა შეუშვან უვიზოდ? სხვას თავი დაანებეთ, ში ომის დაწყების მერე, რის მერეც რუსები ვეღარ დადიან ევროპაში, ქართული პასპორტით, რუსული სპეცსამსხურების თანამშრომლები დაშლიგინებენ ევროპაში და ეგ კარგად იცის ევროპამ. მათ შორის, ქართველებიც. და რისთვის დადიან იქ? ფარულად საქველმოქმედი საქმიანობას ეწევიან? მოხუცთა თავშესაფარში მუშაობენ? იმ ქვეყნების უსაფრთხოებას უთხრიან ძირს და აქ რა არის გაუგებარი? კი, ცუდი იქნება, თუ უვიზო გაგვიუქმეს, მაგრამ პასუხი ევროკავშირს კი არა, ჩვენს ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ. აი, ძალიან მარტივ რაღაცეებს განმარტებები რატომ სჭირდება, ეგ ვერ გავიგე. ძალით იშტერებს ზოგი თავს თუ მართლა ამდენი შტერია ?

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?