უვე ბეიერი: მადლობა საქართველოს მადლობა გუდაურს ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრებისთვის

გუდაურში დასკვნითი მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.
ღონისძიებაში 21 ქვეყნის (კანადა, , დიდი ბრიტანეთი, ავსტრია,ავსტრალია, შვეიცარია, ჩინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრაზილია, ჩეხეთი,უნგრეთი, იაპონია, ნიდერლანდები, , კორეა, ლატვია, , რუმინეთი) 88 სპორტსმენმა იასპარეზა.
შეჯიბრება პირდაპირ ეთერში “ევროსპორტზე“ გადაიცემოდა.
“ჩვენ გვქონდა ორი არაჩვეულებრივი შეჯიბრი გუდაურში. ეს იყო კარგად ორგანიზებული, მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციისაგან. ყველა იყო ძალიან მოტივირებული, წარმატებული ღონისძიება ჩაეტარებინათ. ეს იყო მაღალი კლასის სნოუბორდ კროსის შეჯიბრება, სპორტსმენები იყვნენ კმაყოფილები, მათ სახეზე იყო ღიმილი. მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ამ ორ დღიანი შესანიშნავი შეჯიბრებისთვის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქ დავბრუნდით. გუდაურს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ, მსოფლიო თასების ჩატარების კუთხით, გრძელვადიანი გეგმები გვაქვს. ბედნიერები ვართ, რომ გუდაური მოინიშნა მსოფლიო რუკაზე და ყველა საუბრობს აქ ჩატარებულ ღონისძიებებზე, ჩვენ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მეგობრულ და სტუმართმოყვარე ხალხთან,”- განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა, უვე ბეიერმა.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.