უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმება იგეგმება

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გეგმავენ მიიღონ კანონი, რომლითაც გაუქმდება ის ლამინირებული პირადობის მოწმობები, რომელიც უვადოდ არის გაცემული. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, ასეთი 200 ათასზე მეტი დოკუმენტია.
ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, შემდეგ კი მათ მედიასთან ისაუბრეს.
მმართველი პარტიის წევრი, ამბობს, რომ გაუქმდება 2011 წლამდე გამოშვებული პირადობის მოწმობები. ეს ნიშნავს, რომ თუ მოქალაქეები დოკუმენტებს არ განაახლებენ, ვერ შეძლებენ არათუ არჩევნებზე ხმის მიცემას, არამედ ვერც საბანკო მომსახურებებით სარგებლობას.
“ეს 230 ათასი პირადობის მოწმობა, თუ რამდენიც არის, გაუქმდება. შესაბამისად, ამ პირადობის მოწმობებით ვერავინ მისცემს ხმას. შფოთვის საფუძველი აღარ არსებობს”, – უთხრა ჟურნალისტებს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და პარლამენტის დეპუტატმა, მ.
მანვე აღნიშნა, რომ გამონაკლისის სახით, კანონმდებლობა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც “რელიგიური მოსაზრებების” გამო უარს ამბობენ ID ბარათების აღებაზე, გამონაკლისს დაუშვებს.
დეპუტატების თქმით, “რელიგიური მოსაზრებების” გამო დაახლოებით 65 ადამიანი უარს ამბობს ID ბარათის შეცვლაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი რამდენიმე ათეული.
ძველი, ლამინირებული პირადობის მოწმობების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარლამენტში დაიწყო “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას ინიცირებული კანონპროექტის განხილვა. ამ დოკუმენტის მიზანი იყო, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობები აქვს, არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ არსებობდა – ცვლილებები მას შემდეგ მიიღეს, რაც უბნების 70 პროცენტში ხმის ელექტრონულად მიცემა გადაწყდა.