უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა

27-28 ოქტომბერს, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას ეროვნულ ნაკრებთა ტურნირებისა და ფეხბურთის კომიტეტის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ფეხბურთის კომიტეტის სხდომა შვეიცარიაში ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით წარიმართა. ნიონში გამართულ შეხვედრებზე კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის უეფას საკლუბო და სანაკრებო ტურნირების სამომავლო გეგმები და თამაშის წესებთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტის წევრებმა აგრეთვე შეაჯამეს ბოლო ერთი წლის მანძილზე უეფას ეგიდით გამართული მასშტაბური სანაკრებო ჩემპიონატები. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ქალთა ევროპის ჩემპიონატი და 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი იყო.
საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნულ კომიტეტს 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. სფფ-ის პრეზიდენტი 2023 წლიდან ასევე უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრია, ხოლო 2025 წლის ოქტომბრიდან ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეა.
GFF.GE
“გაგიმართლათ, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ბარსელონაში გნახავთ” – იამალის მამამ “რეალის” ფანებს მიმართა
კაკა: – ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა… აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები…
“შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა” – ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
“ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს” – ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა – ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
“მისი შეფასება არაკორექტული იყო” – ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა