უეფას პრეზიდენტი: საქართველოს ნაკრებმა და კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს

AS-თან ინტერვიუში უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ევროპირველობაზე მონაწილეთა რაოდენობის 16-დან 24 გუნდამდე გაზრდის მართებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძველი ფორმატის მიხედვით შეიძლება ტურნირზე საქართველოს და სლოვენიის ნაკრებებს ვერ ეასპარეზათ:
“24-გუნდიანი ჩემპიონატი? ეს უფრო საინტერესოა. თქვენ ნახეთ საქართველო და სლოვენია, რომლებიც შეიძლება საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გადალახავდნენ, ევრო 2024 რომ 16-გუნდიანი ყოფილიყო. ისინი აქ ყოფნას იმსახურებდნენ. ხედავთ, რომ ნებისმიერს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. 24 ფანტასტიკური ნაკრები გვყავს და კიდევ ორი ან სამის დამატების შემთხვევაში, ევრო უდავოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო ძლიერი იქნებოდა.
რომელმა მოთამაშემ
მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება? ბევრმა. ფინალისტებით დაწყებული. მუდამ მხიბლავს ბელინგემის ხარისხი. რა თქმა უნდა – კეინი. ვფიქრობ, ყველაზე მეტად აღფრთოვანებული როდრით ვარ, ის ესპანეთის ტვინია. არ ვიცი, როგორ ახერხებს, მაგრამ არასოდეს არ კარგავს ბურთს. აგრეთვე კვარაცხელია და ერთ-ერთი სლოვენიელი ფეხბურთელი კარნიჩნიკი. დარწმუნებული ვარ, მის შესახებ არაფერი გსმენიათ. ის სლოვენიის ლიგაში თამაშობს და ჩინებული ტურნირი ჩაატარა. კიდევ ასეთი ბევრი ფეხბურთელია.
მსაჯს მხოლოდ კაპიტანმა უნდა მიმართოს? არაა სწორი, როდესაც არბიტრს ათი ფეხბურთელი შემოეხვევა და მასზე ზეწოლას ახორციელებს. მომავალი სეზონიდან ევროტურნირებზეც ეს წესი იმუშავებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში