უეფას პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი: საქართველოს ნაკრები იმსახურებდა ევრო 2024-ზე ყოფნას

უეფას ოფიციალურ იუთუბ არხზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში, უეფას პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი დადებითად აფასებს მონაწილე გუნდების რაოდენობის ზრდას და აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები იმსახურებდა ევრო 2024-ზე ყოფნას.

ევრო 2024-ზე ჩვენ ვნახეთ საქართველოს ნაკრები, რომელიც იმსახურებდა აქ ყოფნას, – ამის შესახებ უეფას პრეზიდენტმა განაცხადა.

ალექსანდერ ჩეფერინმა ევროპირველობაზე მონაწილეთა რაოდენობის 16-დან 24 გუნდამდე გაზრდის მართებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძველი ფორმატის მიხედვით შეიძლება ტურნირზე საქართველოს და სლოვენიის ნაკრებებს ვერ ეასპარეზათ და ეს მაშინ, როცა უეფას პრეზიდენტის სიტყვებით, ორივე ქვეყნის ნაკრები ევრო 2024-ზე ყოფნას იმსახურებდნენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა მასზე შთაბეჭდილება ჩემპიონატის მიმდინარეობისას, უეფას პრეზიდენტმა ერთ-ერთ ასეთ მოთამაშედ კვარაცხელია დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ