უეფას ვებსაიტზე ესპანეთი-საქართველოს მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

30 ივნისს, თბილისის დროით, 23:00 საათზე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა უეფამ დღეს, 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე, ოფიციალურ ვებსაიტზე დაიწყო. ბილეთის ფასი 50-დან 500 ევრომდე მერყეობს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 27 ივნისს გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ბილეთის ფასი 30 ევროდან 200 ევრომდე იქნებოდა, თუმცა უეფას ვებსაიტზე ამ დროისთვის უფრო მაღალი ფასი არის მითითებული.
ფეხბურთის ფედერაციამ ბილეთის შეძენის ინსტრუქციასაც გამოაქვეყნა:
„პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.
ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე. ერთ მომხმარებელს ესპანეთისა და საქართველოს მატჩზე მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარათებით (VISA ან Mastercard). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება.
სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად, თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე ერთი დღით ადრე მიიღებთ“.
26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია სა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს