უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თბილისის “დინამო” “ბუდუჩნოსტთან” დამარცხდა

უეფას ახალგაზრდული ლიგის (19-წლამდელები) პირველი ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის “დინამო” მონტენეგროში პოდგორიცის “ბუდუჩნოსტსთან” 1:4 დამარცხდა.
პირველი შეხვედრა „დინამოს“ 3:2 ჰქონდა მოგებული, პოდგორიცაში დებიუტში ორი გოლი გაუშვა, თუმცა ვახტანგ სალიამ პენალტით ანგარიში შეამცირა. 83-ე წუთზე მცველმა გიორგი მეფარიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დრჩნენ, მასპინძლებმა კი კიდევ ორი გოლი გაიტანეს, გაიმარჯვეს და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, სადაც „ტრაპზონსპორს“ დაუპირისპირდებიან.
ბუდუჩნოსტი – დინამო 4:1
გოლები: 1:0 კოსტიჩი (2), 2:0 კოსტიჩი (6), 2:1 სალია (17, პენ), 3:1 კამაჯი
(85), 4:1 კოსტიჩი (90+5, პენ)
გაძევება: მეფარიშვილი (83)