“უდინეზეს” მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს

საქართველოს ნაკრების მცველს საბა გოგლიჩიძეს „უდინეზეს“ ბოლო ორ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. უდინური კლუბი 28 სექტემბერს სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდება და მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა ქართველზეც ისაუბრა:
„ყველა ახალწვეული ჯერ კიდევ ადაპტაციას გადის. ჩვენ გოგლიჩიძის უნარებსა და პოტენციალში დარწმუნებული ვართ. ახალგაზრდაა და სერია А-ში „ემპოლიში“ მთელი სეზონი ჩაატარა, სადაც ბევრი რამ ისწავლა, მაგრამ იქ ჩვენგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. ახალწვეულებთან ბევრს ვურთიერთობთ და ვმუშაობთ. გვინდა ბურთს უფრო ხშირად ფლობდნენ და შემოქმედებითები იყვნენ.
მას დრო უნდა მივცეთ – ორთაბრძოლებში აგრესიულია, რასაც ვერ ასწავლი. ასევე მართებს გაგრძელება, შანსები მიეცემა და ვერ ვხედავ საიმისო მიზეზს, რომ პროგრესირება ვერ შეძლოს. როდესაც საჭირო გახდება, მზად უნდა იყოს“.
გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა – “უდინეზემ” გაიმარჯვა
გოგლიჩიძის “უდინეზემ” პოლონელი გოლეადორი დაიმატა
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
გოგლიჩიძის გარეშე – “უდინეზე” მერვედფინალში გავიდა
გოგლიჩიძემ ითამაშა – “უდინეზემ” სტუმრად “ინტერს” მოუგო
ალექსის სანჩესი ლა ლიგაში ბრუნდება – ჩილელი “სევილიასთან” 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
გოგლიჩიძე სათადარიგოთა სკამზე და “მილანთან” განადგურებული “უდინეზე”
“უდინეზეში” გოგლიჩიძის დებიუტი შედგა – მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა