Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, გარიგებული მატჩის ბრალდებით “უდინეზეს” მეკარე მადუკა ოკოიე შესაძლოა, 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.
ბრალდება გასული წლის მარტს უკავშირდება, როდესაც ნიგერიელი კიპერის გუნდი “ლაციოს” უპირისპირდებოდა. ოკოიემ 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ამ პოზიციაზე კი 120 000 ევროს ფსონი იყო განთავსებული.
ვრცელდება ცნობა, რომ მადუკა ეს ოპერაცია ქალაქ უდინეში მცხოვრებ ერთ-ერთ პიცერიის მეპატრონესთან ერთად დაგეგმა. გამოძიებას ამჟამად იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურატურა აწარმოებს. თუ მეკარე დამნაშავედ ცნეს, მას ოთხი წლით დისკვალიფიკაცია ემუქრება.
გასულ სეზონში ოკოიემ 26 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან ხუთ შემთხვევაში კარი “მშრალად” შეინახა და ჯამში 40 გოლი გაუშვა.
“მილანმა” ტრანსფერი შეათანხმა – “როსონერიმ” “ტორინოს” კაპიტანი შეიძინა
შეთანხმება მიღწეულია – “ნაპოლი” კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
“თუ შანსების გამოყენებას არ ვისწავლით, პრობლემები გვექნება” – ანტონიო კონტე “უდინეზესთან” მატჩის შემდეგ
გოგლიჩიძის მოულოდნელი ვარიანტი – ინტერესი საუდის არაბეთიდან და სერია A-ს ორი კლუბი
“ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ…” – პოცოებმა “უდინეზე” გაასხვისეს და მთლიანად “უოტფორდზე” გადაერთვნენ
მიქაუტაძე სერია A-ს ერთ-ერთ გრანდში? – კლუბი არჩევანს ორ ფორვარდს შორის გააკეთებს
“ემპოლიმ” ისევ წააგო – გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა
“ნაპოლიმ” დამუხრუჭება დაიწყო – “უდინეზესაც” ვერ მოუგო
