უდიდესი მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

უდიდესი მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ 2011 წელს მისი ინიცირებული სახალხო გამარჯვების გარეშე, არა თუ ეს პროგრესი იქნებოდა შესაძლებელი, არამედ დღეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული. 2008 წელს რომ ყოფილიყო და “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, არ მოხდებოდა აგვისტოს ომი. მინდა, დღესაც გავიმეორო, რომ სწორედ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და „ქართული ოცნება“ რჩება მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად. მინდა პირადი მადლობა გამოვხატო ჩვენი პარტიის დამფუძნებლისადმი იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა ამ უმნიშვნელოვანესი პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი ორჯერ პრემიერ-მინისტრის, თავდაცვისა და შს სამინისტროების თანამდებობაზე. ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, მემსახურა საქართველოსთვის. დღეს მე მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, პარტიის ხელმძღვანელობას, თითოეულ წევრს, მინისტრებს, სამინისტროებს, საჯარო მოხელეებს და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი ხალხი, რომლის ნდობა და მხარდაჭერა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის უმთავრესი სტიმულია”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილიც და მისი ოჯახიც ღიად ამბობს, რომ აგრძელებენ როგორც პოლიტიკურ, ასევე საქველმოქმედო საქმიანობას და თანხების დაბრუნების არანაირი მოლოდინი არ აქვთ, ამრიგად, უსამშობლო აგენტურის სიხარული სასაცილოა

როგორც მოსალოდნელი იყო, სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის, ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა – სასამართლომ „კრედიტ სუისი” კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ ავაზაკური ძარცვის საქმეში ყველანაირი პრინციპის დამრღვევად გამოაცხადა – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

ბატონ ივანიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და არაფორმალური მმართველები კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას მისცემენ – მას არაერთხელ აქვს ღიად გაცხადებული პოზიცია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არავითარ აქტივზე არ გაიცვლება!