,,უდიდესი კატასტროფის წინაშე ვდგავართ“ – გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:
,,უდიდესი კატასტროფის წინაშე ვდგავართ:
სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ბოლო მონაცემებით,
სა­ქარ­თვე­ლო­ში 2025 წლის პირველ 6 თვეში (იან­ვარი-ივ­ნის­ი) დაიბდა 17 719 ბავ­შვი, ხოლო გარდაიცვალა 22 718 ადა­მი­ა­ნი.
წარმოგიდგენიათ? 5 ათასი ადამიანით მეტი გარდაიცვალა. მკვეთრად შემცირდა შობადობა.
ეს არის ერის კატასტროფა.
დემოგრაფიული საფრთხე სახეზეა.
ამ მძიმე სტატისტიკას ემატება განქორწინების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი. კერძოდ, 2025 წლის პირ­ველ 6 თვე­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 9 925 ქორწინება. აი, გან­ქორ­წი­ნე­ბის კი 6 456 შემთხვევა აღირიცხა.
სამწუხაროა, რომ მაღალია არასრულწლოვანთა სიკვდილიანობა უბედური შემთხვევების გამო.
დემოგრაფიული პრობლემის გამომწვევი მიზეზი მრავალია – ემიგრაცია, სოციალური პრობლემები, არასათანადო სოციალური პროგრამები, ბავშვთა დაცვის ძალიან დაბალი სტანდარტები და ხარისხი, მრავალშვილიანი ოჯახების არასკმარისი ხელშეწყობა და ასე შემდეგ.
ქართველი ერი უდიდესი საფრთხის წინაშეა.
დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტა ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი უნდა იყოს მთელი სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის, პოლიტიკოსებისთვის.“

ასევე დაგაინტერესებთ