უდიდესი დარტყმაა თავდაცვისუნარიანობაზე – ლელო აშშ-ის წვრთნების შეჩერებაზე

პარტია „ლელო“ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ განუსაზღვრელი დროით შეჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს -ის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების კომპლექსური გადახედვის დაწყებას ნიშნავს. რაც „ლელოს“ განცხადებით
მოსალოდნელი იყო.
„ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სანქციების პირველ რაუნდს ურთიერთობების გადახედვა მოჰყვებოდა. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციიაში. შედეგად, დღეს ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ერთერთი უმძიმესი დღის მომსწრენი გავხდით, როდესაც სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ფორმატი „განუსაზღვრელი ვადით“ გაუქმდა“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.
„ლელოს“ განცხადებით, ამ პროგრამის გაუქმება უდიდეს დარტყმას აყენებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
„ღირსეული პარტნიორი“ ატარებდა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ დატვირთვას. ზაფხულის პერიოდში, როდესაც დან მომავალი საფრთხეები ტრადიციულად გაზრდილია ხოლმე, ფაქტიურად ორი თვის განმავლობაში საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე აშშ-ს შეიარაღებული ძალების ყოფნა და მათი მონაწილეობით ჩატარებული წვრთნები აგრესიის შეკავების ინსტრუმენტს წარმოადგენდ. ქართული ოცნების წყალობით, ჩვენ ეს ინსტრუმენტი განუსაზღვრელი დროით დავკარგეთ.
მაშინ როდესაც აშშ-მ საქართველოს ღიად შესთავაზა ურთირთობების გაღრმავება რუსული კანონის ჩაგდების სანაცვლოდ, რაც მოიცავდა უვიზო მიმოსვლას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და ახალ შესაძებლობებს ქართველი სტუდენტებისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ ამჯობინა ჩინეთთან ბუნდოვანი ხელშეკრულებების გაფორმება, თეირანში ჰამასის და ჰეზბოლას გვერდით დგომა და რუსული კანონის მიღება. ეს არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა მოექცეს რუსულ ორბიტაზე, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და შედეგად იყოს სრულიად დაუცველი რუსული საფრთხისაგან“, – აცხადებს „ლელო“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ