უგულშემატკივრე შავ ლომს ჩელენჯ თასზე

20 იანვარს 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „შავი ლომი“ ფრანგულ კლუბს „კლერმონს“ დაუპირისპირდება. მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ შავ ლომს.

პირველად რაგბის ისტორიაში, ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ თასში ჩაერთო. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის, რანგით მეორე ტურნირში, ჩელენჯ თასზე ასპარეზობა ქართული რაგბისთვის, მორიგი მსოფლიო აღიარების მოსაპოვებლად, ძალიან მნიშვნელოვანია.

თამაშის დღეს, სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს 13:00 საათიდან დახვდება კვების ობიექტები, რაგბის ბრენდირებული კოლექცია, გათამაშება და სხვადასხვა გასართობი აქტივობები. მატჩის დაწყებამდე გაიმართება დაიანა კინგის კონცერტი.

თამაშის დღეს, მიხეილ მესხის სტადიონზე, კვების ობიექტებში ს ნებისმიერი სადებეტო ბარათით (გარდა ბიზნეს ბარათებისა) გადახდისას და დაიბრუნეთ თანხის 20%

თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას.

მატჩზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ tkt.ge-ზე.

#ერთადგავიმარჯვებთ