მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გიგი უგულავა აქციაზე გზის გადაკეტვის საფუძვლით სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გიგი უგულავას გზის გადაკეტვა 17 იანვარს, პარლამენტის წინ ედავებოდნენ.
გიგი უგულავა ამბობს, რომ არ აპირებს ამ ჯარიმის გადახდას და “ფინანსურ ტერორს უწოდებს” ამ მოტივით ადამიანების დასანქცირებას.
თავად უგულავა დღეს სხდომაზე არ მისულა, მის წარმოადგენდა ადვოკატი ირაკლი აბესაძე:
“მივიღეთ სამართლებრივი აბსურდი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იცის 17 იანვარს რამდენი ადამიანი ესწრებოდა აქციას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იცის რამდენი ადამიანი ეტევა პარლამენტის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იცის როდის მივიდა სავარაუდო სამართალდამრღვევი აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იცის უკვე გადაკეტილ გზაზე გადავიდა სავარაუდო სამართალდამრღვევი თუ თავად გადაკეტა გზა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავად არ მიიღო არანაირი ზომა, რომ გზა გაეხსნა და ვიცით, როგორ მოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც კანონი ირღვევა. მიუხედავად ამისა, ასეულობით ადამიანი, 600-მდე ადამიანი სურთ გამოაცხადონ სამართალდამრღვევად და გამოუწერონ 5000-ლარიანი ჯარიმა, ისე როგორც ეს უგულავას შემთხვევაში მოხდა.
რამდენადაც სამართლებრივი არგუმენტები არ არის, ცალსახად, ეს არის პოლიტიკურ-რეპრესიული პროცესი, რომელსაც ასრულებს სანქცირებული ცეკვავა, ამ შემთხვევაში. ის არის მნიშვნელოვანი რგოლი და შემსრულებელი ივანიშვილის ახირებების ასრულების”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
