უგულავა: პრემიერობის კანდიდატად ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიგი უგულავას თქმით, პრეზიდენტის ქარტიით გათვალისწინებული დროებითი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად უნდა დასახელდეს.
ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
გიგი უგულავას თქმით, თუ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, “გადაუწყვეტლობამ” თუ ვინ იქნებიან თანამდებობის პირები, შესაძლოა, გამარჯვების მომენტი დააზიანოს.
“ჩემი აზრი მინდა შემოგთავაზოთ, როგორ მესახება 26 ოქტომბრის საღამოს პროცესების განვითარება.
სინამდვილეში, სიტუაცია მარტივადაა ან ინიციატივა არის ქოცების ხელში, რაც კატასტროფაა ქვეყნისთვის, მათ შორის მიშას საკითხში, ან ინიციატივა ოპოზიციის ხელშია. ციფრებში, ჯამურად ოპოზიციის უპირატესობა შესამჩნევი იქნება, მაგრამ რისკია, რომ გადაუწყვეტლობამ და ბუნდოვანებამ გამარჯვების მომენტი დააზიანოს. ასეთ ვითარებაში, ინიციატივის კონსოლიდაცია მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ამიტომ, ის უნდა დასახელდეს ქარტიის ხელმომწერი ოპოზიციის გარდამავალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად ახლა, რომ ს ღამეს არ იყოს არანაირი ტორტმანი. ეს ერთად ერთი გზაა 26 ოქტომბრის 8:30 გამარჯვებულმა ოპოზიციამ გაიფორმოს გამარჯვება და მიიღოს სწრაფი საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ამით, რეჟიმის კრახი გახდება მშვიდობიანი, უმტკივნეულო, რაც მთავარია, თავიდან ავიცილებთ პოლიტიკური შურისძიების მორევს. ცხადია, ასეთ ვითარებაში თავისუფალია და აღდგენილია თავის უფლებებში, იყოს თავისუფლად ჩართული თავისი ქვეყნის ცხოვრებაში”, – წერს გიგი უგულავა.
მისივე თქმით, პროფესიული მთავრობა, სალომე ზურაბიშვილის თავმჯდომარეობით, გარდამავალ ფუნქციას შეასრულებს, გაატარებს ქარტიით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დააბრუნებს ქვეყანას ევროკავშირის გზაზე და ქვეყანას მოამზადებს თავისუფალი არჩევნებისთვის.
ქარტიის შესახებ:
„ქართული ქარტია“ — რას სთავაზობს პრეზიდენტი პარტიებს