უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა სტატისტიკა: გასულ წელს საქართველოში დაკარგული 16 არასრულწლოვანიდან, 10 იპოვეს, 6 კვლავ დაკარგულად ითვლება

2024 წლის განმავლობაში საქართველოში 112 ადამიანი დაიკარგა. მათგან 69 პირის მოძებნა მოხერხდა(მათგან 12 გარდაცვლილის), 43 კი კვლავ დაკარგულად ითვლება. 

-ს სტატისტიკის თანახმად, დაკარგულთაგან 16 არასრულწლოვანი იყო, მათგან 10 ცოცხალი იპოვეს, 6 კი კვლავ დაკარგულად ითვლება.

დაკარგულთა შორის უმრავლესობა(49 პირი) 24-45 წლის ადამიანები არიან. მათგან 18 კვლავ მოსაძებნია.

გარდაცვლილად პოვნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 60+ ადამიანთა შორისაა.

2024 წელს უცხო ქვეყნის 8 მოქალაქე დაიკარგა, მათ შორის 4 მოძებნა მოხერხდა. 4 კვლავ დაკარგულად ითვლება მათგან 2 ს, 1-1 კი ბანგლადეშის და ჩეხეთის მოქალაქეები არიან,

1973 წლიდან 2024 წლის ბოლომდე საქართველოში დაკარგულად 1022 ადამიანი ითვლება. მათგან 809 კაცია, 213 კი ქალი. 

წყარო