„უბრძოლველად რატომ წახვედი… ნეტა, ეს დღე არ ყოფილიყო…“ – ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. მისი მეუღლე, ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ასე შევხვდით ორი წლის შემდეგ პირველ იანვარს, მე აქ, შენ იქ… ბევრი გისაყვედურე, უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვე-თქო…
ისევ უხმოდ, გულში ჩავიკალი ჩემი ტკივილი, ზეცას ავხედე, ვიცოდი, რომ იქვე ახლოს იყავი, ჩემთან და ჩემი ფიქრები გესმოდა, შვილების მფარველობა და მათი ჯანმრთელობა გთხოვე …
ახლა კი ისევ 5 იანვარი თენდება, ტკივილით სავსე დღე, ნეტა, ეს დღე არ ყოფილიყო… მომენატრე,“ – დაწერა სოციალურ ქსელში ნინო ბერიძემ.
ცნობისთვის, ნიკა ქაცარიძე 2022 წლის 5 იანვარს 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მსახიობს მეუღლე – ნინო ბერიძე და ორი შვილი – მარიტა და ლაზარე დარჩა.
გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემა დასახელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…