“უბრალო ცხოვრებით გავიზარდე, ყველა სირთულე ჩემით დავძლიე… იმედი სულ მქონდა, რომ დედაჩემთან ამ დანაკლისს ავინაზღაურებდი” – რას ჰყვება მარიკო მამულაშვილი დედასთან, ლელა წურწუმიასთან ურთიერთობაზე, ბავშვობასა და ახლანდელ ცხოვრებაზე – Marao

“უბრალო ცხოვრებით გავიზარდე, ყველა სირთულე ჩემით დავძლიე… იმედი სულ მქონდა, რომ დედაჩემთან ამ დანაკლისს ავინაზღაურებდი” – რას ჰყვება მარიკო მამულაშვილი დედასთან, სთან ურთიერთობაზე, ბავშვობასა და ახლანდელ ცხოვრებაზე – Marao
ცოტა ხნის წინ, პრო­დი­უ­სერ­მა კახა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა სოცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს 21 წლის შვი­ლის, მა­რი­კო მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ნა­ხა­ტე­ბი გა­აც­ნო. ნა­მუ­შევ­რებ­მა მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.
ჩვენ მა­რი­კოს ახ­ლოს გაც­ნო­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ინ­ტერ­ვიუ არას­დროს მი­უ­ცია – ასე რომ, ეს მისი პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვი­უა. ამ­ბობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან დიდი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა აქვს, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის მე­ო­რე­კურ­სე­ლია, დაზ­გურ ფერ­წე­რა­ზე სწავ­ლობს.
– თა­ვი­დან მინ­დო­და, ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, რად­გან ეგ სფე­რო მე-9 კლა­სი­დან მი­ზი­დავს. როცა ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ხელ­ში მი­ჭი­რავს, თით­ქოს რე­ა­ლო­ბას ვწყდე­ბი. ჩემ­თვის გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.
– და მანდ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა რა­ტომ გა­და­ი­ფიქ­რე?
– დაზ­გურ ფერ­წე­რა­ზე მოვ­ხვდი, მაგ­რამ ეს სფე­როც ძა­ლი­ან მომ­წონს… ბა­ბუ­ა­ჩე­მი – დე­დის მამა ფი­ზი­კო­სი იყო, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე მხატ­ვა­რიც. მაქვს მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ნა­ნა­ხი და მინ­და, რომ მეც ამ ხე­ლოვ­ნე­ბას გავ­ყვე… დედა ბა­ბუ­ა­ზე სულ მიყ­ვე­ბო­და, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო. მის­თვი­საც გა­ვაგ­რძე­ლე დაზ­გუ­რი ფერ­წე­რის შეს­წავ­ლა. სა­ერ­თოდ, ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და ხატ­ვა. ეს სიყ­ვა­რუ­ლი ნიკო ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. ბე­ბი­ა­ჩე­მის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­დაც ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნია, შე­ვი­დო­დი ხოლ­მე და ნიკო ფი­როს­მა­ნის ალ­ბომს ვი­ღებ­დი, ვუ­ყუ­რებ­დი და ვხა­ტავ­დი. ვხდე­ბო­დი, რომ ეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. ახლა დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ჩემს ნა­ხა­ტებს. ეგ ნა­მუ­შევ­რე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად დავ­ხა­ტე, რად­გან მე­ო­რე დღეს გა­მოც­და მქონ­და. პორ­ტრე­ტი კი გა­დავ­ხა­ტე, მაგ­რამ არ მიყ­ვარს, როცა ნა­ხა­ტი ნა­ხატს ჰგავს, მინ­და, ჩემი ფან­ტა­ზი­ე­ბიც ავუ­რიო. ჩემი ნა­ხა­ტე­ბი ად­რე­ულ წლებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად არას­დროს მი­მი­ღია, რად­გან რო­გორც ვთქვი, ერთი პე­რი­ო­დი ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ზე ძა­ლი­ან მი­ჯაჭ­ვუ­ლი ვი­ყა­ვი. ახლა კი მხატ­ვრო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ჩემი ფიქ­რე­ბი და ხედ­ვა.
– ხატ­ვი­სას რა ფე­რებს ირ­ჩევ?
– ასე ვერ ვი­ტყვი, ხატ­ვის პრო­ცეს­ში აზრი ბევ­რჯერ მეც­ვლე­ბა. ეს ლექ­ტორს მოს­წონს… არ ვე­რი­დე­ბი ნა­ხა­ტის “გა­ფუ­ჭე­ბას“, როცა რა­ღა­ცას გა­და­ვი­ხა­ტავ და მერე ჩემი გე­მოვ­ნე­ბით სხვა­ნა­ი­რად და­ვა­მუ­შა­ვებ. იმ პორ­ტრე­ტის ორი­გი­ნა­ლი, რაც მა­მა­ჩემ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დადო, უფრო მუქი და სევ­დი­ა­ნი იყო, მაგ­რამ მე ღია ფე­რე­ბი შე­ვურ­ჩიე.
– მოგ­წონს სტუ­დენ­ტო­ბა?
– სტუ­დენ­ტო­ბამ­დე ბევ­რჯერ შე­მეც­ვა­ლა აზრი, – ექი­მო­ბა, ად­ვო­კა­ტო­ბაც მინ­დო­და – ძა­ლი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ვი­ყა­ვი. ბევრ პრო­ფე­სი­ა­ზე ვფიქ­რობ­დი. სკო­ლა­ში ენე­ბი, გე­ოგ­რა­ფია მიყ­ვარ­და და ჩა­ბა­რე­ბა “ტუ­რიზ­მზეც” მინ­დო­და… სა­ერ­თოდ, სწავ­ლის პრო­ცე­სი მოს­წავ­ლის­თვის და სტუ­დენ­ტის­თვის მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ ამას ის ამ­სუ­ბუ­ქებს, რომ ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობთ. დაზ­გუ­რი ფერ­წე­რაც ისე­თია, რომ მო­მა­ვალ­ში სხვა­დას­ხვა დარ­გში გა­მო­გად­გე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მი­მი­ზი­და, მი­ვი­ღე და აკა­დე­მი­ა­შიც რო­გორც ოჯახ­ში, ისე მი­მი­ღეს. ლექ­ტო­რე­ბი ჩვენს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, ახ­ლოს გვეც­ნო­ბი­ან. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ასე ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა არ შე­მეძ­ლო, მი­ჭირ­და – სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო, მაგ­რამ ის ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ დავძლიე. სტუ­დენ­ტო­ბაც რთუ­ლია, მაგ­რამ ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა გა­მოც­დის გავ­ლა უწევს, რომ კი­დევ სხვა გა­მოწ­ვე­ვის­თვის მზად იყოს. ვცდი­ლობ, სიძ­ნე­ლე­ე­ბი დავძლიო. ჩემს საქ­მე­ში, კა­რი­ე­რა­ში შე­იძ­ლე­ბა ფიცი ვერ დავ­დო, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვეც­დე­ბი, პი­რო­ბა შე­ვას­რუ­ლო. მინ­და, ამის­თვის ვიბ­რძო­ლო. მომ­წონს ეს სფე­რო და დიდი მად­ლო­ბა ჩემს ლექ­ტორს, გია ხუ­ციშ­ვილს. რა გზაც გა­ვი­ა­რე, მი­მაჩ­ნია, რომ უნდა გა­მევ­ლო.
– პრო­ფე­სი­ას რომ ირ­ჩევ­დი, მშობ­ლე­ბი ამა­ში თუ ჩა­ე­რივ­ნენ?
– დე­და­ჩე­მი და მა­მა­ჩე­მი დიდ პა­ტივს სცე­მენ ჩემს არ­ჩე­ვანს, არას­დროს არა­ფე­რი და­უ­ძა­ლე­ბი­ათ. დედა ამ­ბობს, თუ გინ­და ფერ­წე­რა­ში ყოფ­ნა და ეს ბედ­ნი­ე­რე­ბას გა­ნი­ჭებს, ამის­თვის იშ­რო­მეო. სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის­გან თა­ვი­დან­ვე მი­ვი­ღე ის, რაც მჭირ­დე­ბო­და – პა­ტი­ვის­ცე­მა და ნდო­ბა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლა მშობ­ლის სურ­ვი­ლია, რომ შვილს უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი მის­ცეს.
– “მე მყავს ერთი შვი­ლი, მა­რი­კო, რო­მე­ლიც 22 წლის ხდე­ბა თე­ბერ­ვალ­ში. მას ძა­ლი­ან ბევ­რი რამ და­ვა­კე­ლი, და­ვა­კე­ლი ფი­ზი­კუ­რად ჩემი მას­თან ყოფ­ნა. ის იზ­რდე­ბო­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ, ჯან­საღ გა­რე­მო­ში, ბე­ბი­ას­თან. რა თქმა უნდა, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, რო­გორც შე­მეძ­ლო, მე ვი­ყა­ვი მას­თან, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ არის იმის­თვის, რომ მე დღეს სი­ნა­ნუ­ლის შეგ­რძნე­ბა არ მქონ­დეს. ის არას­დროს ამ­ბობს, რომ ჩვე­ნი შვი­ლია და ამის მი­ზე­ზი ვიცი… სა­დღაც 15-16 წლის იყო, მისი ნა­ხა­ტე­ბი ვი­პო­ვეთ, რო­მე­ლიც 4-5 წლი­სას ჰქონ­და და­ხა­ტუ­ლი… იქ მა­რი­კომ და­ხა­ტა ბავ­შვი, რო­მე­ლიც ტი­რის. რომ ვკი­თხე, რა­ტომ ტი­რო­და, დედა ენატ­რე­ბაო… მა­შინ მივ­ხვდი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბო­და დრო, როცა მას­თან ამ ჩემი არა­ნორ­მა­ლუ­რი გრა­ფი­კის ახ­სნა მო­მი­წევ­და”, – ეს დე­დის, პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღერ­ლის ლელა წურ­წუ­მი­ას სი­ტყვე­ბია, რო­მე­ლიც თა­ვის გა­და­ცე­მა­ში წარ­მოთ­ქვა. რომ მო­ის­მი­ნე, რა თქვი?
– იყო რა­ღაც ტკი­ვი­ლი, თუმ­ცა როცა ბავ­შვი ხარ, რა­ღა­ცებს ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ და უბ­რა­ლოდ, გინ­და, დე­დას­თან ყოფ­ნის საკ­მა­რი­სი დრო გქონ­დეს. იმე­დი სულ მქონ­და, რომ დე­და­ჩემ­თან უფრო და უფრო ავი­ნა­ზღა­უ­რებ­დი ამ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ნაკ­ლისს. რე­ა­ლუ­რად, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი დე­დის­გან არ მკლე­ბია. მის კა­რი­ე­რას ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემ­დი და დღემ­დე პა­ტივს ვცემ. ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნია.

ასევე დაგაინტერესებთ