“უბრალოდ თქვა, რომ თამაში უნდა, ასე როგორ გაანადგურეთ?” – მერსონმა სალაჰი დაიცვა

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა პოლ მერსონმა “ლივერპულის” შემტევი მოჰამედ სალაჰი დაიცვა.
მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ სალაჰმა მედიასთან სათამაშო დროის შესახებ უკმაყოფილება ღიად გამოთქვა. რის გამოც “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ეგვიპტელი ჩემპიონთა ლიგაზე “ინტერის” წინააღმდეგ განაცხადს მიღმა დატოვა. 33 წლის შემტევი არაერთმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, მათ შორის ტიერი ანრიმ, უეინ რუნიმ და ჯეიმი კარაგერმაც გააკრიტიკეს.
მერსონის თქმით, საფეხბურთო სამყარო სალაჰს უსამართლოდ მოექცა.
“მო სალაჰის მხარეს ვარ. ვფიქრობ, მას ძალიან ცუდად მოექცნენ. შეიძლება არ უნდა გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა, მაგრამ ადამიანები ვართ და შეცდომებს ყველა ვუშვებთ. ის გამარჯვებულია, ის ლეგენდაა. უბრალოდ მისი გატანილი გოლებისა და შესრულებული საგოლე პასების რიცხვებს შეხედეთ. ჩემი აზრით, მსგავსს ვეღარ ვიხილავთ.
მან უბრალოდ თქვა, რომ თამაში სურდა. ასე როგორ გაანადგურეთ?
“ლივერპული” სალაჰის გარეშე ვერაფერს მოიგებდა”, – განაცხადა მერსონმა.
შეგახსენებთ, სალაჰის დამატებით არაბული კლუბები ინტერესდებიან, ეგვიპტელს მერსისაიდელებთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.
· ფუი.. “ამის დედაც”, თავს დადებ და ბოლოს იღებ, უმადურობას. სალაჰი ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს! თუმცა რა უნდა გაგვიკვირდეს. როცა ისეთ მეგა ფეხბურთელს, როგორიცაა ლეო მესი, როგორ მოექცნენ?!
“ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მასზე საკმარისად არ საუბრობენ” – ბენზემამ პსჟ-ს შემტევი გამოარჩია
[PHOTO] ბიჭები გაბრაზდნენ და სტადიონის ცენტრალური ტრიბუნა დაწვეს
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება – რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
ალისონი “ლივერპულიდან” წავა? – შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
გვარდიოლა “სიტის” დაცვის გაძლიერებას “ნიუკასლის” 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
“ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს” – მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
სალაჰი “ლივერპულიდან” თითქმის წასულია – ინგლისური გრანდი მისი შემცვლელის დამატებას პსჟ-იდან შეეცდება
“ვიქტორ, ამის მოთმენა უნდა შეწყვიტო და “არსენალში” გადახვიდე” – პირს მორგანი
სალაჰი უკვე მეოთხეა – ეგვიპტელის მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში
“დიდი იმედი მაქვს, ორშაბათს საუთგეიტს სერის წოდება ექნება” – პოლ მერსონი
“სიტიმ” “რეალი” გაანადგურა, მადრიდელები მანჩესტერელებს მილიონჯერ ჩამორჩებიან” – პოლ მერსონი
“სიტიმ” “რეალი” გაანადგურა, მადრიდელები მანჩესტერელებს მილიონჯერ ჩამორჩებიან” – პოლ მერსონი
“იუნაიტედის” სტილი მისი შესაფერისი არ არის და იქ გადასვლით შეცდომა დაუშვა” – მერსონმა შეშკო გააკრიტიკა
სალაჰს სემენიო შეცვლის? – “ლივერპული” გამოსასყიდი თანხის გადასახდელად ემზადება
[VIDEO] “ლივერპულმა” “ინტერს” სადავო პენალტით მოუგო
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს – “ლივერპულის” ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ