“უბრალოდ გეგმები შეგვეცვალა, დათვი შეგვხვდა და გვერდი ავუარეთ” – დაკარგული ბიჭები თავად დაბრუნდნენ სახლებში

სვანეთის მთებში დაკარგულები გამოჩნდნენ – გოგიტა ფარჯიანმა და გიორგი გვიჩიანმა სამშვიდობოს გასვლა საკუთარი ძალებით მოახერხეს.
ახალგაზრდები ახლა ლენტეხში არიან. ოჯახებთან შეხვედრის შემდეგ ორივე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ფარჯიანი და გვიჩიანი სამართალდამცვეებს ახლა ჩვენებას აძლევენ. პოლიციაში მისვლამდე კი ტვ პირველთან თქვეს:
უბრალოდ გეგმები შეგვეცვალა და ორდღიანი მარშრუტის ნაცვლად ვიარეთ 5 დღე. დათვი შეგვხდა, მაგრამ გვერდი ავუარეთ. ქედზე უფრო მარტივად. უბრალოდ ახლა უკვე მჭირდება ახლობლებთან დარეკვა, რომ ვუთხრა, რომ ყველაფერი რიგზეა”, – გიორგი გვიჩიანი.
შეგახსენებთ, რომ 5 დღე სვანეთში ორ დაკარგულ ახალგაზრდას გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს ეძებდნენ.
-ს სამაშველო ვერტმფრენი ძებნა-შველის ოპერაციში მეექვსე დღეს, დღეს დილით ჩაერთო.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს