,,უბრალოდ ამ ყველაფერში ივანიშვილის ადგილი არ არის. ზედმეტია…” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
,,მეგობარი აქტზე: ივანიშვილმა მეტისმეტად გაზვიადებულად შეაფასა მისი როლი და დიდი რესურსები დახარჯა მის შეფერხებაზე. რეჟიმის ოპონენტებმაც ცოტა გააზვიადეს ამ აქტის როლი და მეტისმტად დიდი იმედები დაამყარეს. სინამდვილეში მეგობარი აქტის გარეშეც ნებისმიერ დღეს შეუძლია ტრამპის ადმინისტრაციას, სახელმწიფო დეპარტამენტს, ხაზინას ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომ ადგილზე გააქვავოს ივანიშვილის ბანდა. ეს დღე სავარაუდოდ მალე მოვა, თუ მიმდინარე პროცესებს დავუკვირდებით. ანუ მას შემდეგ, რაც მოსაზრებები იმის შესახებ, რომ –სთვის მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკული რეჟიმი საფრთხეს უქმნის ამერიკულ ინტერესებს, შტატების ოფიციალურ პოლიტიკად იქცევა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგება. ივანიშვილი ვეღარ გამოძვრება ამ ხაფანგიდან. გამორიცხულია. და რაც მთავარია, ამერიკული ინტერესები ჩვენს რეგიონში სრულად თანხვედრაშია საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებთან. მხოლოდ შტატები და მისი ინტერესები ამ რეგიონში შეიძლება იყოს ახლო მომავალში საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობის, განვითარების და უსაფრთხოების გარანტია. უბრალოდ ამ ყველაფერში ივანიშვილის ადგილი არ არის. ზედმეტია. ხელს გვიშლის საქართველოს და ამერიკას რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ. ამისთვის მიიღებს კიდევაც პასუხს მეგობარი აქტით თუ მეგობარი აქტის გარეშე.“