უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა შემცირდა

წელს იანვარში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 103 028 ლარი შეადგინა, რაც 62 388 ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარში, აღნიშნულისთვის 165 416 ლარის ჯარიმა დაიწერა.
ამასთან, იანვარში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, შემცირებულია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალიც. მონაცემების მიხედვით, აღნიშნულიდან წელს იანვარში ბიუჯეტში 21.587 მლნ ლარი შევიდა, 2024 წლის იანვარში – 30.835 მლნ ლარი.
ცნობისთვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა, ორივე საფეთქელი დაზიანებული აქვს – ამოღებულია 38 ნივთმტკიცება, მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს

სალომე ზურაბიშვილი – უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე