“უბედურ მშობლებს ჭერი მაინც ექნებათ” – რა კადრები ვრცელდება სოფელ საბერიოდან

მწერალი, სოციალურ ქსელში წერს, რომ საბერიოში დამწვარი სახლის ადგილას ახალი ააშენეს.
“საბერიოში, დამწვარი სახლის ადგილას ახალი აშენებულია. უბედურ მშობლებს ჭერი მაინც ექნებათ”,-წერს ის.
შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. ხანძარი ბენზინის აალების შედეგად გაჩნდა. სახლში ბავშვებთან ერთად მხოლოდ მათი ბებია იმყოფებოდა. ისინი სტუმრად იყვნენ ბებიასთან, თავად კი, დედ-მამასთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობდნენ.