„ინტერის“ მეკარე ჟოზეპ მარტინესი თავისი ავტომობილით 81 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ელექტრო-ეტლით გადაადგილდებოდა, – იტყობინება „გაძეტა დელო სპორტი“.
უბედური შემთხვევა სამშაბათ დილით კომოს პროვინციაში მოხდა, რომლის შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. მარტინესი არ დაშავებულა, თუმცა შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
წინასწარი ვერსიით მამაკაცმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამო უეცრად ელექტრო-ეტლის მოძრაობის მიმართულება შეცვალა, გზაზე გადავიდა, სადაც მარტინესი ავტომობილით დაეჯახა.
გამოცემა წერს, რომ ფეხბურთელი დაუყოვნებლივ შეეცადა დახმარების აღმოჩენას და პოლიციასთან ინციდენტის მიზეზების დასადგენად თანამშრომლობს.
[VIDEO] ლივერპულმა” კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა – “ბაიერნმა” და “ინტერმაც” მოგებებით დაიწყეს
ვიერიმ “სან სიროს” დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
“მილანსა” და “ინტერს” ახალი სტადიონი ექნებათ – 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ “სან სიროზე” აღარ ითამაშებენ



