“უბედური ვარ? თავს ძალიან იღბლიანად ვთვლი… ქსანა სულიერად მუდმივად ჩვენთანაა” – ლუის ენრიკემ გარდაცვლილ 9 წლის ქალიშვილზე ემოციურად ისაუბრა [VIDEO]

გასული წლის ბოლოს ლუის ენრიკეს შესახებ Movistar-ის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა. პსჟ-ის მწვრთნელმა თავის ცხოვრების ტრაგიკულ მომენტზე ისაუბრა და გარდაცვლილი 9 წლის ქალიშვილი ქსანა გაიხსენა.
2019 წელს ქსანა ოსტეოსარკომასთან ხუთთვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
“რა შემიძლია ვუწოდო ჩემს თავს, იღბლიანი თუ უბედური? – ჩემს თავს იღბლიანად განვიხილავ, ძალიან იღბლიანად, მაგრამ გეტყვიან, “შენი 9 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა…”.
ჩემი ქალიშვილი ცხოვრებას მოევლინა და ჩვენთან ერთად 9 არაჩვეულებრივი წელი გაატარა, ჩვენ მასთან დაკავშირებით ათასობით მოგონება გვაქვს, მათ შორის, ვიდეოები. დედაჩემმა ქსანას ყველა ფოტო
აიღო, როდესაც სახლში მივედი ვკითხე, ეს რატომ გააკეთა… მიპასუხა, რომ სხვანაირად არ შეეძლო. დედაჩემს ვუთხარი, რომ ფოტოები დაებრუნებინა, რადგან ქსანა ცოცხალი იყო.
ფიზიკურად აღარ, მაგრამ ის სულიერად მუდმივად ჩვენთანაა, რადგან ყოველდღიურად მასზე ვსაუბრობთ, ვიცინით და ვიხსენებთ, რადგან მგონია, რომ ქსანა ჩვენ კიდევ გვნახავს”, – თქვა ენრიკემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში