“უახლოეს დღეებში სომხეთს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცემა” – მინისტრი

სომხეთის პარლამენტში ბიუჯეტის განხილვის დროს, მიგრაციისა და მოქალაქეობის სფეროში განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას სომხეთის შს მინისტრმა არპინე სარქსიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, არპინე სარქსიანმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სომხურ მხარეს ოფიციალურად გადაეცემა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.
„ამ თვალსაზრისით ცხადი გახდება ის ღონისძიებები, რომლებიც სომხეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ ხორციელდება და რომელთა მიმართულებებიც სომხეთის მთავრობამ უკვე გამოკვეთა როგორც რეფორმირების პრიორიტეტები”.
სომხეთმა და ევროკავშირმა ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება 2024 წლის სექტემბრში გამოაცხადეს. ამის შემდეგ, ს ცნობითვე, პროცესის წინსვლისთვის აქტიურ რეჟიმში ტარდება შეხვედრები.