გიორგი ჩაკვეტაძე ბრიტანულმა კლუბმა უატფორდმა გამოისყიდა. აქამდე, ქართველი ფეხბურთელი კლუბში ერთწლიანი იჯარით თამაშობდა. აღნიშულთან დაკავშირებით განცხადება ინგლისურმა კლუბმა გაავრცელა.
ჩაკვეტაძე უოტფორდში ბელგიური გენტიდან 1-წლიანი იჯარით 2023 წლის აგვისტოში გადავიდა.
გიორგი ჩაკვეტაძემ საფეხბურთო კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო, 2018 წელს კი ბელგიურ გენტში გადავიდა. ამის შემდეგ, სხვადასხვა სახის ტრავმების მერე პრაქტიკულად 2 სეზონი გამოტოვა. ის იჯარით ასევე თამაშობდა ჰამბურგსა და ბრატისლავაში.
მიმდინარე 2023/24 წლის სეზონში ჩაკვეტაძეს 26 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც 24 წლის ფეხბურთელმა 1 გოლი გაიტანა და ორი ასისტი მიითვალა.