“უარყოფს აღიარებას და მოუწოდებს არჩევნების ხელახლა ჩატარებას” – რა წერია რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში?

ევროპარლამენტში დასამტკიცებელი რეზოლუციის საბოლოო ვარიანტით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არ სცნონ.
მეტიც, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ევროპარლამენტარები გმობენ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში ხელახალი ჩაატაროს.
“თვლის, რომ გავრცელებული ფართო საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას, შედეგების ლეგიტიმურობას და საზოგადოების ნდობას ნებისმიერი ახალი მთავრობის მიმართ და რომ შედეგები არ ემსახურება ქართველი ხალხის ნების სანდო წარმომადგენლობას. აღიარებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების გაყალბებულად ცნობას და მის გადაწყვეტილებას არ აღიაროს შედეგები. მიიჩნევს, რომ კენჭისყრის ლეგიტიმურობა სერიოზულად შელახულია დარღვევების სიდიდის გამო, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები. შესაბამისად, უარყოფს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერ აღიარებას და მოუწოდებს მათ არჩევნების ხელახლა ჩატარებას ერთი წლის განმავლობაში, პროცესის გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ილიაუნის რექტორი – “ქართულმა ოცნებამ” დღეს ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტს მთელი სხეული, პროგრამების 92% ჩამოაჭრა – პროფესორების გაფართოებულ ჯგუფს შეხვდნენ და მოისმინონ ჩვენი არგუმენტები