“უარყოფას არ ვაპირებ, ჩემპიონი ვერ შევცვალეთ” – ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “რომასთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
იტალიელი სპეციალისტის თქმით, კლუბმა “კვარას” შემცვლელის პოვნა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.
“მოგვარდა თუ არა კვარაცხელიას შემცვლელის პრობლემა? ასეთი რაღაცები ბევრ კლუბში ხდება, თუმცა ვამბობდი, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის დასუსტება არ მინდოდა მომხდარიყო.
ხვიჩას სახით უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დავკარგეთ. უარყოფას არ ვაპირებ, ჩემპიონი სათანადოდ ვერ შევცვალეთ. სხვებიც წავიდნენ და ისინი შევცვალეთ, მაგრამ ხვიჩა ჯერჯერობით – ვერ.
დაგვაკლდა ჩემპიონი, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი ჩვენთან გაატარა”, – განაცხა
და ანტონიო კონტემ.
შეგახსენებთ, “ნაპოლისა” და “რომას” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში