უარი “ჩელსისა” და პსჟ-ს – კალაფიორი კარიერას “არსენალში” გააგრძელებს

“ბოლონიას” განაპირა მცველი რიკარდო კალაფიორი, დიდი ალბათობით, კარიერას “არსენალში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “მეთოფეები” ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ “ბოლონიას” 50 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა ტრანსფერის ღირებულების 50% “ბაზელს” ეკუთვნის, რომლის ღირსებასაც კალაფიორი 2022/2023 წლების სეზონში იცავდა.
კალაფიორის საკუთარ რიგებში ხილვა “ჩელსისა” და “პარი სენ ჟერმენსაც” სურდათ, მაგრამ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ ლონდონის “არსენალში” სურს.
ცნობისთვის, რიკარდო “რომას” აკადემიის აღზრდილია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში