მწერალთა სახლის კარი უკრაინული საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის დაიხურა. “სვიტანოკს”, რომელიც საქართველოში ომის დაწყების შემდეგ დაარსდა, მწერალთა სახლმა თანამშრომლომაზე უარი უთხრა. უწყებამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს უკრაინის სახელმწიფო დროშა და გერბიც უკან გამოატანა.
მწერალთა სახლის ახალი დირექტორი და “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ქეთევან დუმბაძე მომხდარს არ ადასტურებს, თუმცა მას შემდეგ, რაც საკითხით “მთავარი არხი” დაინტერესდა, “სვიტანოკის” ხელმძღვანელს მწერალთა სახლიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ სექტემბერში მათი სურვილი იმ მიზეზით ვერ შესრულდა, რომ ტექნიკური ხასიათის დეტალები ვერ შეათანხმეს. “სვიტანოკს” ახლა ეუბნებიან, რომ თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება, მაგრამ რა ფორმით, უცნობია.