უარი არ განმიცხადებია, შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ | პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს პრეზიდენტი, “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს. პრაღის სათაო ოფისში ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე, რაზეც ზურაბიშვილი პასუხობს:
“უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე. არა მხოლოდ მან, შევარდნაძემაც, დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა, მ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა. მან პირველმა თქვა: “მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი”. ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ შეასრულა თავისი როლი. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობები შემდეგ ავტოკრატიულად იწყებენ ხოლმე მოქცევას”, – ამბობს ზურაბიშვილი.
ამავე ინტერვიუში ზურაბიშვილს ჰკითხეს მარტის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის, ს შეწყალებაზეც, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა:
“როგორც უკვე აღვნიშნე, არ მიმაჩნია კორექტულად, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერმა პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთოს შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს პრეზიდენტის დისკრეციაა და თუ დაიწყებ ერთ რამეზე კომენტირებას და ახსნას, მაშინ ეს გამოდის სხვა ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც ასევე დაპატიმრებულია და ასევე ითხოვს შეწყალებას. და მათ არ ჰყავთ მხარდამჭერები მათ შორის ჟურნალისტები, რომლის ქვეყნის გარეთაც დარჩნენ”.