ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნუგზარ კევლიშვილი BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ამბობს, რომ ქვეყანაში სულ უფრო უარესი და უარესი ხდება. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, კიდევ უარესს მივიღებთ.
„აქ ვინც ვართ, აბსოლუტურად ვემიჯნებით პოლიტიკას. ჩვენ ვართ საქმიანი საზოგადოება, ვაკეთებთ ბიზნესს, სამუშაო ადგილებს ვქმნით და ვიხდით გადასახადებს, არცთუ ისე პატარას. მაგრამ, ჩვენ არ გვინდა ეს გადასახადები მოხმარდეს ამ უბედურებას, რაც ტრიალებს. ყველა ამბობს, რომ „ვემიჯნებით ძალადობას!“ და მაინც ხდება ძალადობა. უარესი და უარესი ხდება. მთელი უბედურება ის არის, რომ ეს თუ ასე გაგრძელდება, კიდევ უარესს მივიღებთ.
დენთის სუნი ტრიალებს. ერთი ასანთის ღერია საჭირო და რისთვისაც ვაკეთებთ ბიზნესს, ვისთვისაც ვაკეთებთ ბიზნესს, რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს და ვინც ყველაზე ძალიან გვიყვარს, არაფერი აღარ გვექნება“,- ამბობს კევლიშვილი.
