“უარესებს ველი! არა – შიშს!” – რამაზ გიგაური

ასტროლოგი, რამაზ გიგაური:
ნუ გიკვირთ ვითომ ჩაძინებულ-მიყუჩებული ტროლებისა და „ცნობადი სახეების“ გამოღვიძება-ამოტივტივება. უარესებს ველი! კი არ დავაკვირდეთ მხოლოდ, უნდა ვიმოქმედოთ! ერთად, ყველამ ერთად. არა – შიშს. თუ შეგეშინდებათ შვილების შიმშილის და გაჩუმდებით, მაშინ იშიმშილებენ თქვენი შვილებიც და შვილიშვილებიც. ნუ აჰყვებით რადიკალიზაციას. ნუ გაფანტავთ ენერგიასა და ნერვებს. ნუ დაუწყებთ ბრძოლას ხელისუფლების მიერ გააქტიურებულ ტროლებსა და „ცნობად სახეებს“. სწორედ ეს არის ხელისუფლების მიზანი. ყველა უნდა გამოვიდეთ 15 აპრილს და ყველამ ერთად უნდა ვთქვათ: არა – რუსულ კანონს!