უამრავი კვალიფიციური ლექტორი გააგდეს უნივერსიტეტებიდან პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე

უამრავი კვალიფიციური ლექტორი გააგდეს უნივერსიტეტებიდან პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე
უამრავი კვალიფიციური ლექტორი გააგდეს უნივერსიტეტებიდან პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და უამრავი არაკვალიფიციური პროფესორი დანიშნეს უნივერსიტეტებში, ეს იყო იმ პოლიტიკური ნების შედეგი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2004 წლიდან 2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ თავიდან ბოლომდე შეჭრილი იყო როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში.
„წმენდაზე საუბარი არის აბსოლუტური ტყუილი, რაც მე ვთქვი, ის არის ფაქტი 2004 წლიდან 2012 წლამდე თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობა“ იყო შეჭრილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მთელ რიგ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ასევე კერძო უნივერსიტეტებში შეიჭრა, თქვენ იცით, რომ სააკაშვილის დედამ 1 ლარად მიითვისა საქართველოს უნივერსიტეტი, ერთ-ერთმა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსმა მიითვისა აგრარული უნივერსიტეტი, ისინი იჭრებოდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში, იგივე პრაქტიკა იყო მედიაში, სხვა სფეროებში, ანალოგიურად იჭრებოდნენ ისინი კერძო უნივერსიტეტებში.
არ ვიცი, ვინ არის ქეთევან ქუთათელაძე და რა ფაქტთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელიც მე გავიხსენე, არის ფაქტი, რომელსაც დაადასტურებს უამრავი ადამიანი, უამრავი კვალიფიციური ლექტორი გააგდეს უნივერსიტეტებიდან პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და უამრავი არაკვალიფიციური პროფესორი დანიშნეს უნივერსიტეტებში. ეს იყო იმ პოლიტიკური ნების შედეგი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა „ნაცმოძრაობას“, „ნაცმოძრაობას“ სურდა ყველაფრის მონოპოლიზება და ახერხებდა ამას წარმატებით, როგორ მოახერხეს მედიის მონოპოლიზება, ასე პრაქტიკულად მონოპოლიზებული ჰქონდათ თითქმის მთელი საუნივერსიტეტო სივრცე, როგორც სახელმწიფო სექტორში, ისე კერძო სექტორში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: ცესკოს თავმჯდომარემ უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი