უამრავი გამოწვევის მიუხედავად საქართველო აგრძელებს განვითარებას, შიდა და გარე მტრების ჯინაზე ვინარჩუნებთ მშვიდობას და სტაბილურობას

უამრავი გამოწვევის მიუხედავად საქართველო აგრძელებს განვითარებას, შიდა და გარე მტრების ჯინაზე ვინარჩუნებთ მშვიდობას და სტაბილურობას, – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, მდგრადი განვითარების 2024 წლის ანგარიშს, რომლის რეიტინგშიც საქართველო საუკეთესო 50 ქვეყანას შორის იმყოფება.
მისი განცხადებით, ბოლო სამი წელია, საქართველო საუკეთესო შეფასებებს იღებს და 2012 წლის შემდეგ, სარეიტინგო პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა.
“უამრავი გამოწვევის მიუხედავად საქართველო აგრძელებს განვითარებას, შიდა და გარე მტრების ჯინაზე ვინარჩუნებთ მშვიდობას და სტაბილურობას.
მდგრადი განვითარების 2024 წლის ანგარიში მსოფლიოს 205 ქვეყნის, ტერიტორიისა და ქვეყანათა ჯგუფის შეფასებას აერთიანებს. 165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო 50-ს შორის, 43-ე პოზიციაზე გავიდა. გაუმჯობესდა საქართველოს შეფასების მაჩვენებელი და შეფასების 100%-იანი სკალით 74.9 %-ი დაფიქსირდა.
საქართველო საუკეთესო შეფასებებს ბოლო სამი წლის მანძილზე იღებს და 2012 წლის შემდეგ, სარეიტინგო პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა.” – წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად