უამინდობის და თოვლის გამო მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება

გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

კერძოდ, გაუქმდა შემდეგი რეისები:

24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;

24 თებერვალი – -ოზურგეთი ;

24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;

„შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ