უამინდობის გამო უკრაინაში 1 000-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ უკრაინის ელექტროქსელის ოპერატორმა განაცხადა და მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, რუსეთის თავდასხმების შედეგად, ენერგეტიკული სისტემა დასუსტდა.
“დღეს დილის მდგომარეობით, უამინდობის, ძლიერი ქარის გამო, ელექტროენერგია 1025 დასახლებაში გაითიშა. ამჟამად ელექტროენერგია საკმარისია ყველა კომერციული და საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მომარაგებისთვის. მაგრამ მოხმარების დიდი ზრდა დამატებით დატვირთვას უქმნის ელექტროსადგურებს, რომლებიც უკვე მაქსიმუმზე ფუნქციონირებს და მათ ძალიან სწრაფად და საგრძნობლად უნდა გაზარდონ გამომუშავება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტექნოლოგიური შეფერხებები.” – აცხადებენ Ukrenergo-ში.
უკრაინას მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ელექტროენერგიის იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან მოუწია.