უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოდესის ოლქში, უამინდობის გამო, დაიღუპა ხუთი და დაშავდა, სულ მცირე, 19 ადამიანი.
მისი თქმით, ძლიერი ქარისა და ნალექის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 17 ოლქში 1500-მდე დასახლებული პუნქტი.
“ყველას გაუწიეს საჭირო დახმარება. სახელმწიფო და რეგიონულ დონეებზე ოპერატიული შტაბები იმუშავებს, ვიდრე არ აღდგება ნორმალური სიტუაცია. ამჟამად ციკლონის ეპიცენტრი ინაცვლებს ჩრდილოეთ ოლქებისკენ. მზად ვართ დასახმარებლად,” – თქვა ზელენსკიმ და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.