უამინდობის გამო თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა და გადაიდო

ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო დედაქალაქში ღამით შესასრულებელი რამდენიმე რეისი გაუქმდა, რამდენიმე კი გადაიდო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურმა მიაწოდა.
გაუქმდა:
· “თურქეთის ავიახაზების” სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის 2 რეისი;
· “პეგასუსის” – სტამბოლი-თბილისის რეისი;
გადაიდო:
· “პეგასუსის” ანტალია-თბილისის რეისი;
· “აზერბაიჯანის ავიახაზების” ბაქო-თბილისის რეისი.
თბილისის აეროპორტის ინფორმაციით, ხილვადობა გაუმჯობესებულია და მუშაობას შეფერხების გარეშე განაგრძობენ.

ასევე დაგაინტერესებთ