უამინდობას ამერიკის შეერთებულ შტატებში 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ძლიერი ყინვის გამო დაღუპული ადამიანების ცხედრები ნიუ-იორკში, ტეხასში, ლუიზიანასა და მიჩიგანში იპოვეს. შტატებს ქარიშხალმა “ფერნმა” გადაუარა. ყინულისა და თოვლის საფარის ქვეშ ქვეყნის სამხრეთით მდებარე რეგიონები აღმოჩნდა.
სტიქიის გამო, შეფერხებულია საქალაქთაშორისო მაგისტრალებზე მოძრაობა, ზოგიერთ ქალაქში არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, შეჩერებულია სასწავლო პროცესი და გაუქმებულია საჯარო ღონისძიებები. გაუქმებულია 16 ათასი ავიარეისი. ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი მილიონზე მეტი ადამიანი.




