უალკოჰოლო სასმელების სექტორი დადებითი დინამიკით ვითარდება – „ეფეს საქართველო“

ს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით, საქართველოში უალკოჰოლო სასმელების სექტორი სტაბილურად იზრდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტის მიმართულებით. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.
ხუნძაკიშვილმა აღნიშნა, რომ უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიას დიდი პოტენციალი აქვს, რომელზეც კომპანია აქტიურად აკეთებს კაპიტალიზაციას.
ხუნძაკიშვილმა განსაკუთრებით გამოყო ცენტრალური აზიის ბაზარი, სადაც, მისი თქმით, მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. “ყაზახეთი საოცრად იზრდება. პრაქტიკულად, წელს მხოლოდ ყაზახეთში 10 მილიონ ლიტრზე გავალთ“, – განაცხადა მან.
პერსპექტიულ საექსპორტო მიმართულებად დასახელდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიც, სადაც ქართული პროდუქცია უკვე ამყარებს პოზიციებს.
„კარგია ისიც, რომ როდესაც “ნატახტარი” რომელიმე ბაზარზე შედის და ქმნის კატეგორიას “წარმოებულია საქართველოში”, ეს გზას უხსნის სხვა ქართულ კომპანიებსაც. ვინაიდან, იქ უკვე იციან, რომ საქართველოში წარმოებული უალკოჰოლო სასმელი ხარისხიანია“, – დასძინა ხუნძაკიშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი წარმატება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიის, არამედ მთლიანად ქართული წარმოების გრძელვადიანი განვითარებისთვის და ქმნის საექსპორტო პროდუქტების ხარისხის საერთაშორისო აღიარების წინაპირობას.
სტატისტიკა: იმპორტი და ექსპორტი
ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს, 4 თვეში საქართველომ 6,627 ტონა ტკბილი გაზიანი სასმელი შეიძინა, რაშიც $6,8 მლნ გადაიხადა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6,632 ტონა იყო, ხოლო გადახდილი თანხა $7,7 მლნ-ს შეადგენდა. მოცემული მონაცემებით დგინდება, რომ წელს საქართველოს იმპორტის 0.07%-იანი კლება უფიქსირდება, ხოლო გადახდილი თანხები 11.3%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წელს საქართველომ $43,9 მლნ-ის ღირებულების 42,325 ტონა ტკბილი გაზიანი სასმელი გაყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანას $35,7 მლნ-ის 43,877 ტონა ტკბილი გაზიანი სასმელი ჰქონდა გაყიდული.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტკბილი გაზიანი სასმელის ექსპორტი 3.5%-ით შეუმცირდა, მონაცემები ცხადყოფს, რომ ქართულ ტკბილ გაზიან სასმელზე ფასი 22.7%-ით არის გაძვირებული.

ასევე დაგაინტერესებთ