ტყუილს, რომელსაც ავრცელებენ მყარი, საფუძველი არ აქვს – ესტონეთის საგარეო „ოცნების“ მთავრობაზე

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება იტალიის, რუმინეთისა და ესპანეთის მიერ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების უარყოფას.
როგორც ს საგარეო აცხადებს, ამით მსოფლიომ და ქართველმა ხალხმა ნახა, რომ „ოცნების“ მთავრობის ტყუილს საფუძველი არ აქვს.
„ესტონეთი აფასებს, რომ ესპანეთის, იტალიის და რუმინეთის მსოფლიოს და რაც მთავარია, ქართველ ხალხს აჩვენეს, რომ ტყუილს, რომელსაც მათი მთავრობა ავრცელებს, მყარი საფუძველი არ აქვს.
ესტონეთი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
#Estonia appreciates @SpainMFA @MAERomania & @ItalyMFA_int for making a stand & showing the world, but most importantly, the #Georgian people, that the lies their government is spreading have no solid ground. Estonia supports democracy in #Georgia 🇬🇪 pic.twitter.com/rNIYjKLsIk — Estonian MFA 🇪🇪 | 🌻 #StandWithUkraine (@MFAestonia) December 18, 2024
17 დეკემბერს ირაკლი მ მადლობა გადაუხადა უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს იმის გამო, რომ მათ ევროკავშირის საბჭოზე მხარი არ დაუჭირეს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას. მოგვიანებით კობახიძის განცხადება უარყვეს რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა.
„ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ვერ ასახელებს იმ წყაროებს, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებდა, რომ ამ ქვეყნებმა სანქციებს მხარი არ დაუჭირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა