ტყუილია, რომ ეს კანონპროექტი რაიმე ფორმით დაეხმარება რეკომენდაციის შესრულებას – ანა ნაცვლიშვილი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონზე

პარლამენტი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. სიახლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი, პარტიებისთვის თანხის გაცემა აეკრძალებათ.
ცვლილებების წინააღმდეგია ოპოზიცია. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ სიახლე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.
“ლელოს” წევრის, ს თქმით, მმართველი გუნდი იტყუება, რადგან აღნიშნული კანონპროექტი რეკომენდაციის შესრულებას ხელს ვერ შეუწყობს.
“ტყუილია, რომ ეს კანონპროექტი, რაიმე ფორმით, დაეხმარება რეკომენდაციის შესრულებას. “ქართულ ოცნებას” ევალება მოახდინოს დეოლიგარქიზაცია. ამ რეკომენდაციის შესრულების მთავარი ბერკეტი არის საქართველოს მოქალაქეების ხელში, 2024 წელის ს მეშვეობით”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
როგორც “ევრო-ოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე განმარტავს, არჩევნებისა და დეოლიგარქიზაციის კონტექსტში, აღნიშნული კანონპროექტი აუცილებელი იყო.
“ეს არის ის, რაც რეალურად აუცილებელი იყო, მათ შორის, სამართლიანი არჩევნებისა და დეოლიგარქიზაციის კონტექსტში. მთავარი რაც არის, ესაა მმართველი პარტიის შეუზღუდავი რესურსი, როდესაც პარტია და სახელმწიფო სტრუქტურები არ არის გამიჯნული. ამიტომ, ამ კონტექსტში, ასეთი ფასადური ცვლილება, ვერ მოიტანს ვერავითარ შედეგს, მათ შორის, ოპოზიციისთვის ან თუნდაც, რეალურად სამართლიანი არჩევნებისთვის”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი მარადიული კრიტიკოსის, ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკომისია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა “მწვანე დღის წესრიგის” გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულების ტორპედირება – ამავე სცენარის ნაწილი მგონია ჰესების წინააღმდეგ არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები

ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!