„ტყუილია“ – მდინარაძის თქმით, თურქეთში დასასვენებლად იყო და არა რიჟვაძესთან შესახვედრად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ის მართლაც იმყოფებოდა თურქეთში, თუმცა დასასვენებლად და არა, – როგორც ოპოზიციური მედია ავრცელებდა – აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურთან, კლინიკაში მყოფ თორნიკე რიჟვაძესთან „მოსალაპარაკებლად“.
31 ივლისს ჟურნალისტების კითხვაზე, მართლაც იყო თუ არა თორნიკე რიჟვაძის სანახავად და მასთან მოსალაპარაკებლად თურქეთში, მამუკა მდინარაძემ განაცხადა:
„არა. ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი. მე თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად, დასასვენებლად ხუთი დღით“.
„არა, ბელეკში [კურორტი თურქეთში] არ იყო თორნიკე რიჟვაძე, არცერთი წამით არ ყოფილა“, – თქვა მან.
მდინარაძემ ამას უწოდა „ბინძური“ ტყიული, რომელსაც„აგენტები“ ავრცელებენ. ამ თემაზე საუბრობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე . „ქართული ოცნების“ ლიდერები კრიტიკოსებს „აგენტებს“ უწოდებენ.
მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ გადმოცემით იცის, თორნიკე რიჟვაძე უკეთაა.
„მე რაც ვიცი და შემიძლია გავახმოვანო, – არა გამოძიებიდან, არამედ ჩვენი წრიდან ვიცი, – იმ საღამოს მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები, მხოლოდ ეს ვიცი“.
მდინარაძემ ასევე თქვა, რომ სიცრუეა გავრცელებული ხმები სთან დაპირისპირებაზე და მას „არცერთი წამით“ არ დაპირისპირებია:
„კახა არის ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდში, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი რეკომენდატორი იყო ჩემი, ირაკლი სთან ერთად. როგორ გგონიათ, მეგობრებს, უახლოეს მეგობრებს, დავუპირისპირდები რამის გამო, თან როდესაც ისინი მართლები არიან და ერთმანეთთან მართლები ვართ“?! – განაცხადა მან.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით ერთი კვირით ადრე, 24 ივლისს აცხადებდა, რომ მდინარაძე თურქეთში იმყოფებოდა – „ალბათ, [რიჟვაძესთან საქმის დასალაგებლად“.
· 7 ივლისის დილას შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა და დაიჭრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე;
· რიჟვაძის საგარეჯოს კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ მიყვანის შემდეგ ახვლედიანი პოლიციამ დააკავა „იარაღის დაუდევრად შენახვის“ ბრალდებით;
· რიჟვაძე იმავე დღესვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მას უკვე დადებითი დინამიკა აღენიშნებოდა;
· 8 ივლისს ახვლედიანისთვის ბრალის წაყენების შესახებ პროკურატურის განცხადებიდან გაირკვა, რომ გამოძიება მუშაობს თორნიკე რიჟვაძის მხრიდან თვითმკვლელობამდე მიყვანის მიმართულებით – ახვლედიანი სხდომათა დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს;
· 9 ივლისს, დილით ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, ოჯახის თხოვნით, თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
· მას რაიმე განცხადება არ გაუკეთებია.
ფორუმი